"ნაპოლი" განადგურდა - მედიის შეფასებები კვარაცხელიას და საზონოვისადმი » სპორტის ხაზი

"ნაპოლი" განადგურდა - მედიის შეფასებები კვარაცხელიას და საზონოვისადმი

"ნაპოლი" განადგურდა - მედიის შეფასებები კვარაცხელიას და საზონოვისადმი
7-01-2024, 22:06
Aa Aa
გაზიარება:

იტალიის სერია A-ს მე-19 ტურში, ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" საბა საზონოვის "ტორინოს" ესტუმრა და 3:0 განადგურდა.

კვარაცხელიამ შეხვედრა სრულად ჩაატარა, საზონოვი კი მოედანზე 76-ე წუთზე გამოჩნდა, როდესაც "ტორინო" 3:0 იგებდა.

მატჩის დასრულების შემდეგ იტალიურმა მედიამ ქართველი მოთამაშეების თამაში შეაფასა.

ხვიჩა კვარაცხელიას შეფასება:




Calcionapoli – 4.5 ქულა: "მოედანზე დადის და მისდევს ბურთს, როცა ის ფეხებთან აქვს (ძალიან იშვიათად). სახიფათო არასდროს ყოფილა. ნამდვილი კვარა შორსაა და გაცვეთილი მოგონებაა"


"Calcionapoli24" – 4 ქულა: ჯიჯი თავიდანვე ფეხზე ეჯდა. 24-ე წუთზე მისი დარტყმული ორმა მეტოქემ მოიგერია. შემდეგ კი გაუჩინარდა და ძირითადად ისეთ პოზიციებზე ჩნდებოდა, რომელიც მისი არ იყო.


Calciomercato – 5 ქულა: "რაც გააკეთა, ძალიან ცოტაა. ვერ ქმნის უპირატესობას, ვერ ურტყამს. ასე რომ, ბნელი მომენტიდან გამოსვლა კიდე უფრო რთულდება".

"OASport" – 4.5 ქულა: მისთვის რთული თამაში იყო. მუდმივად ორმაგი დაცვის წინააღმდეგ და გუნდისთვის სარგებლის მოტანას ვერ ახერხებდა. მას განსხვავება უნდა შეექმნა, მაგრამ როდესაც ბურთს იღებდა, პრაქტიკულად არასდროს ხდებოდა. იშვიათად ვხედავთ იმას, რასაც შარშან აკეთებდა. დარტყმებსა და გადაცემებში ძალიან არაზუსტია.

"Calcionapoli1926" – 4.5 ქულა: დარბოდა, მაგრამ როდესაც ბურთი ჰქონდა, სახიფათოს ვერაფერს აკეთებდა. ნამდვილი კვარა უკვე შორეული და გაცვეთილი მოგონებაა.

"Tuttonapoli" – 4 ქულა: „ნაპოლიში“ ყოფნის პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მატჩი ჰქონდა. ამოუცნობი იყო, ისევე როგორც მთელი გუნდი.

"Tuttomercatoweb" – 5.5 ქულა: ჩვეულებისამებრ, გალიაში აღმოჩნდა. ღირებულის გაკეთებას ცდილობდა, მაგრამ ბურთი თითქმის არ ჰქონია. მას აღარ აქვს გავლენა.


რაც შეეხება საბა საზონოვის შეფასებას, იმის გამო, რომ ქართველი მცველი მოედანზე 76-ე წუთზე გამოჩნდა, შესაბამისად საზონოვის თამაშს დიდად ვერ შევაფასებთ, თუმცა, Tuttomercatoweb, Toro.it და Sofascore, მის თამაშს 6 ქულით აფასებენ.

ამ გამარჯვებით, "ტორინომ" სერია A-ს სატურნირო ცხრილში 27 ქულა დააგროვა, რითაც ნეაპოლურ გუნდთან სხვაობა 1-ქულამდე შემცირდა. გუნდი ამ დროისთვის მე-10 ადგილზე იმყოფება, "ნაპოლი" კი 28 ქულით მე-9 პოზიციაზეა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი