ნადალმა დაადასტურა - ესპანელი ავსტრალიის ღია პირველობას გამოტოვებს » სპორტის ხაზი

ნადალმა დაადასტურა - ესპანელი ავსტრალიის ღია პირველობას გამოტოვებს

ნადალმა დაადასტურა - ესპანელი ავსტრალიის ღია პირველობას გამოტოვებს
7-01-2024, 17:45
Aa Aa
გაზიარება:

რაფაელ ნადალის გულშემატკივრებისთვის საკმაოდ ცუდი ინფორმაცია გავრცელდა - ლეგენდარული ესპანელი ტრავმის გამო ავსტრალიის ღია პირველობას გამოტოვებს.

ესპანელი ჩოგბურთელი ერთწლიანი პაუზის შემდეგ ბრისბენის ტურნირზე დაბრუნდა. თავიდან საკმაოდ დამაჯერებლად გამოიყურებოდა და ფანებშიც გაჩნდა იმედი იმისა, რომ რაფა ისევ დაუბრუნდებოდა ძველებურ ფორმასა და გულშემატკივარიც გააგრძელებდა მისი თამაშით ტკბობას.

სამწუხაროდ, ყველაფერი მეოთხედფინალში ჯორდან ტომპსონთან დაპირისპირების დროს შეიცვალა - ნადალმა დისკომფორტი იგრძნო, და შეხვედრაც წააგო.

დღეს თავად ჩოგბურთელმა დაადასტურა, რომ იგი ავსტრალიის ღია პირველობისთვის მზად ვერ იქნება.

"ბრისბენში ბოლო მატჩის დროს კუნთზე პრობლემები მქონდა. მელბურნში MRI-ის გაკეთების შემდეგ აღმოჩნდა, რომ კუნთის მიკროდაზიანება მაქვს. კარგი ისაა, რომ ტრავმა იმ ნაწილს არ შეხებია, რომელიც ადრე მაწუხებდა. ახლა 5-სეტიანი მატჩებისთვის მზად არ ვარ. ესპანეთში მივფრინავ, რათა ჩემი ექიმი ვნახო, ვიმკურნალო და დავისვენო. ერთი წლის განმავლობაში დასაბრუნებლად ძალიან ბევრი ვიშრომე. სამწუხაროა, მელბურნში საოცარი ხალხის წინაშე რომ ვეღარ წარვდგები, აქ თამაში ძალიან მინდოდა. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის, მალე გნახავთ!" - წერს სოციალურ ქსელში რაფა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი