"კვარას და ოსიმენის შემთხვევაში მეტწილად ასე ხდება" - მაძარი გაბრაზებულია » სპორტის ხაზი

"კვარას და ოსიმენის შემთხვევაში მეტწილად ასე ხდება" - მაძარი გაბრაზებულია

"კვარას და ოსიმენის შემთხვევაში მეტწილად ასე ხდება" - მაძარი გაბრაზებულია
6-01-2024, 17:24
Aa Aa
გაზიარება:

იტალიის ჩემპიონი ნაპოლი 2024 წლის პირველ მატჩს 7 იანვარს ჩაატარებს. ვალტერ მაძარის გუნდი სერია A-ს მე-19 ტურის შეხვედრას სტუმრად "ტორინოსთან" ჩაატარებს.

მატჩისწინა პრესკონფერენციაზე მაძარიმ სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა, მათ შორის ფეხბურთელებთან უხეშობის მრავალი ფაქტი აღნიშნა:

"სამწუხაროა, რომ როდესაც ბურთი სხვაგანაა და უხეშობა ხდება, ეს შეუმჩნეველი და დაუსჯელი რჩება. მეტწილად ასე ხდება ოსიმენისა და კვარას შემთხვევაში. მაგრამ შემდგომში როდესაც ქართველი ამაზე რეაგირებს, ის ყვითელ ბარათს იღებს. ეს არის თემა, რომელზეც სამუშაოა. წინააღმდეგ შემთხვევაში, VAR გამოუსადეგარია. მე "ნაპოლის" მწვრთნელი ვარ და ჩემს ფეხბურთელებზე ვსაუბრობ, მაგრამ ეს სხვა მოთამაშეებსაც ეხებათ." - ამბობს მაძარი.

გასულ ტურში, "მონცას" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში (0:0), მსაჯმა ნეაპოლელთა თავკაცს წითელი ბარათი უჩვენა, რადგან იგი ხვიჩაზე უხეშობას აპროტესტებდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.