სიტუაცია იძაბება - რა უთხრა მაძარიმ ფეხბურთელებს ფროზინონესთან განადგურების შემდეგ » სპორტის ხაზი

სიტუაცია იძაბება - რა უთხრა მაძარიმ ფეხბურთელებს ფროზინონესთან განადგურების შემდეგ

სიტუაცია იძაბება - რა უთხრა მაძარიმ ფეხბურთელებს ფროზინონესთან განადგურების შემდეგ
22-12-2023, 13:53
Aa Aa
გაზიარება:

ნაპოლი იტალიის თასზე ფროზინონესთან 0:4 განადგურდა, რამაც ვალტერ მაძარის გარშემო სიტუაცია კიდევ უფრო მღელვარე და დაძაბული გახადა.

ამის შესახებ სტატიას Repubblica აქვეყნებს, რომლის მტკიცებითაც ნაპოლის მწვრთნელი ფროზინონესთან მატჩის შემდეგ ფეხბურთელებს გასახდელში მკაცრად ელაპარაკა:

"ვალტერ მაძარის გარშემო სიტუაცია არც ისე სტაბილურია, რადგან წინა სეზონში მოგებული სკუდეტოს მადლიერება ტიფოზებში ნელ-ნელა ფერმკრთალდება, რისი დასტურიც მათ მიერ მოწყობილი ობსტრუქცია იყო, რაც საკუთარ თავზე მთელმა ნაპოლიმ დიდი ანგარიშით წაგების შემდეგ მიიღო."

"მატჩის დასრულების შემდეგ მაძარიმ ფეხბურთელები გასახდელში შეკრიბა და ყველას ხმამაღლა ეუბნებოდა, რომ მომდევნო მატჩზე სრული კონცენტრაცია მოეხდინათ"
, - წერს გამოცემა

ცნობისთვის, ნაპოლი თავის მომდევნო მატჩს სერია A-ში ჟოზე მოურინიოს რომას წინააღმდეგ გასვლით შეხვედრაში გამართავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი