"ბედნიერი ვარ, რომ დავბრუნდი და ასე გაგახარეთ" - მიქაუტაძის ემოციები » სპორტის ხაზი

"ბედნიერი ვარ, რომ დავბრუნდი და ასე გაგახარეთ" - მიქაუტაძის ემოციები

"ბედნიერი ვარ, რომ დავბრუნდი და ასე გაგახარეთ" - მიქაუტაძის ემოციები
6-01-2024, 17:08
Aa Aa
გაზიარება:

გიორგი მიქაუტაძე მეცში დაბრუნდა. საქართველოს ნაკრების 23 წლის თავდამსხმელი, რომელიც შემოდგომაზე ფრანგული კლუბიდან ამსტერდამის აიაქსში გადაბარგდა, უკან იჯარით დაბრუნდა. ფრანგული მედიის ინფორმაციით, სეზონის ბოლოს მეცს გიორგის გამოსყიდვა 10 მილიონ ევროდ შეეძლება.

მეცში დაბრუნებული გიორგი მიქაუტაძე კლუბის ფანებს "მეცისა" და "კლერმონის" დაპირისპირების დროს მიესალმა. ლიგა 2-ის გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი და ბომბარდირი გუნდის მაისურით თამაშს, სავარაუადოდ, 14 იანვარს, ლიგა 1-ის მე-18 ტურის შეხვედრაში შეძლებს, სადაც "ტულუზა" გასვლაზე "მეცის" უმასპინძლებს.

"რამდენადაც იშვიათად მიწევდა მოედანზე გასვლა… მჭირდება თამაში, გოლების გატანა. მინდა, ბედნიერი ვიყო და ფეხბურთისგან სიამოვნება მივიღო. ამსტერდამის აიაქსში ვერ ვთამაშობდი და ეს მაკლდა. სწორედ ამიტომ მოვედი აქ. ეს ჩემი სახლია. ბედნიერი ვარ, რომ დავბრუნდი და ასე გაგახარეთ" - ამბობს მიქაუტაძე

"მეცი" საფრანგეთის თასის გათამაშებას "კლერმონთან" პენალტების სერიაში გამოეთიშა, ხოლო ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში 17 ჩატარებულ შეხვედრაში 16 ქულა აქვს დაგროვებული და 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-14 ადგილს იკავებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი