"იმედი მაქვს, რომ მის შემცვლელს მონახავენ და.." - დი ლორენცო ნაპოლიდან მიდის? » სპორტის ხაზი

"იმედი მაქვს, რომ მის შემცვლელს მონახავენ და.." - დი ლორენცო ნაპოლიდან მიდის?

"იმედი მაქვს, რომ მის შემცვლელს მონახავენ და.." - დი ლორენცო ნაპოლიდან მიდის?
6-01-2024, 13:59
Aa Aa
გაზიარება:

Calcionapoli ჯოვანი დი ლორენცოს აგენტის ხმაურიან განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც ნაპოლის კაპიტანი გუნდიდან წასვლასთან ახლოსაა:

"იმედი გვაქვს, რომ დე ლაურენტისი ჯოვანის შემცვლელს მალე მონახავს, ფანები კი მას ჯოსავით შეიყვარებენ", - ამბობს დი ლორენცოს აგენტი

სხვათა შორის, აქვე გეტყვით, რომ ნაპოლიმ მარჯვენა მცველი მართლაც დაიმატა (მაძოკი სალერნიტანადან), რაც შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ კაპიტანი გუნდიდან მიდის.

ცნობისთვის, ჯოვანი დი ლორენცო პარტენოპეიში 2019/2020 წლების სეზონიდან თამაშობს, მანამდე კი მას ემპოლიში, მატერაში, რეჯიო კალაბრიასა და კუნეოში უთამაშია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი