იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მაძოკის შემდეგ ნაპოლი მორიგი ტრანსფერის განხორციელებას აპირებს.
როგორც იწერება, აურელიო დე ლაურენტისის გეგმებში სერბი ფეხბურთელის, ლაზარ სამარჯიჩის დამატება შედის, რომელიც ამპლუით ნახევარმცველი გახლავთ.
სხვათა შორის, დაიწერა ისიც, რომ ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში სერბ ფეხბურთელს ხვიჩა კვარაცხელიაზე მაღალი ხელფასი დაენიშნება.
ცნობისთვის, ამ ეტაპზე სამარჯიჩი უდინეზეს ფეხბურთელია და მის ანგარიშზე ამ სეზონში 2 გოლი და 2 საგოლე პასია.