"ამის დამალვას აზრი არ აქვს" - ვიქტორ ოსიმენი არსენალში გადადის? » სპორტის ხაზი

"ამის დამალვას აზრი არ აქვს" - ვიქტორ ოსიმენი არსენალში გადადის?

"ამის დამალვას აზრი არ აქვს" - ვიქტორ ოსიმენი არსენალში გადადის?
6-01-2024, 13:35
Aa Aa
გაზიარება:

ინტერნეტში ვიქტორ ოსიმენის მეგობარი ჟურნალისტის, ომა აკატუგბას კომენტარი ვრცელდება, რომელსაც ის ნიგერიელი ფეხბურთელის შესახებ აკეთებს:

"გარკვეული ინფორმაციის თანახმად, ლონდონის არსენალი მზადაა, რომ ოსიმენის გამოსასყიდი თანხა გადაიხადოს და ნიგერიელი ფორვარდი გაიფორმოს."

"როგორც ვიცი, ოსიმენს ამ ეტაპზე ნაპოლიში დარჩენა სურს, მაგრამ ნურავინ გამორიცხავთ, რომ მომდევნო სეზონში ის არსენალში აღმოჩნდეს."

"ყველამ ყველაფერი კარგად იცის და არაფრის დამალვას არ აქვს აზრი. ოსიმენის ღრმა ოცნება პრემიერ ლიგაში თამაში, მისი ტრანსფერით კი ნაპოლის უდიდესი თანხის მიღება შეუძლია"
, - ამბობს ჟურნალისტი


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი