ქართულ სპორტულ მედიაში გულშემატკივრისთვის მეტად სასიამოვნო და სასიხარულო ინფორმაცია გავრცელდა.
"საბა გოგლიჩიძემ დღეს ემპოლიში სამედიცინო შემოწმება გაიარა და 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
19 წლის მცველი ამ წუთებში საქართველოში ბრუნდება, სამუშაო ვიზის მიღების შემდეგ კი იტალიაში დაბრუნდება.
"ემპოლი" საბა გოგლიჩიძის ტრანსფერს მომდევნო კვირაში გააოფიციალურებს." - წერს Geo Team
ცნობისთვის, 19 წლის ახალგაზრდა მცველმა აუთაისის "ტორპედოსთან" პროფესიონალური კონტრაქტი 2022 წლის პირველ იანვარს გააფორმა და იმერულ კლუბში ჩატარებულ 32 შეხვედრაში 1 საგოლე გადაცემას ითვლის.