ქუთაისის “ტორპედოს“ 19 წლის ცენტრალური მცველით საბა გოგლიჩიძით იტალიური გუნდები ინტერესდებიან.
როგორც “GEO TEAM“ ავრცელებს საბას ტრანსფერის მიმართ განსაკუთრებულ ინტერეს “მილანი“ და “იუვენტუსი“ იჩენენ. მის დამატებას ასევე “უდინეზე“ და “ვერონაც“ გეგმავენ.
ტრანსფერი სავარაუდოდ ზამთარში, ეროვნული ლიგის დასრულებისას განხორციელდება.
საბა გოგლიჩიძემ მიმდინარე სეზონში 13 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ხოლო წინა გათამაშებაში “ტორპედოს“ მაისურით მან 15-ჯერ ითამაშა. დაცვაში დამაჯერებელი თამაშით მან იტალიური გუნდების ინტერესი დაიმსახურა.