ზედიზედ მე-6 | საქართველო წყალბურთის ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს! » სპორტის ხაზი

ზედიზედ მე-6 | საქართველო წყალბურთის ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს!

ზედიზედ მე-6 | საქართველო წყალბურთის ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს!
3-01-2024, 12:47
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები ზედიზედ მე-6 ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს, ტურნირი 4-16 იანვარს ხორვატიაში (ზაგრები, დუბროვნიკი) გაიმართება.

ევროპის ჩემპიონატი წელს ახალი ფორმატით ჩატარდება. მონაწილე 16 ნაკრები გასული ევროპირველობის შედეგების მიხედვით, ორ დივიზიონში გადანაწილდა.

საქართველო ხორვატიასთან, უნგრეთთან, ესპანეთთან, იტალიასთან, საბერძნეთთან, საფრანგეთთანა და მონტენეგროსთან ერთად I დივიზიონში მოხვდა, II დივიზიონი კი ნიდერლანდებმა, გერმანიამ, სერბეთმა, რუმინეთმა, ისრაელმა მალტამ, სლოვაკეთმა და სლოვენიამ დააკომპლექტეს.

აღსანიშნავია, რომ საქართველო ჯგუფში საბერძნეთთან, იტალიასთან და უნგრეთთან ერთად იასპარეზებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი