არცერთი სროლა არ აუცილებია | გოგა ბითაძის სუპერმატჩი NBA-ში » სპორტის ხაზი

არცერთი სროლა არ აუცილებია | გოგა ბითაძის სუპერმატჩი NBA-ში

არცერთი სროლა არ აუცილებია | გოგა ბითაძის სუპერმატჩი NBA-ში
3-01-2024, 12:14
Aa Aa
გაზიარება:

NBA-ში მორიგი შეხვედრა გამართა გოგა ბითაძის ორლანდომ, რომელიც გოლდენ სტეიტ უორიორსთან დაძაბულ ბრძოლაში 121-115 დამარცხდა.

მიუხედავად იმისა, რომ ტრავმების მოშუშების შემდეგ გოგას სასტარტოში არ ელოდნენ, ქართველი ცენტრი მაინც საწყის ხუთეულში მოხვდა და შესანიშნავი შთაბეჭდილებაც დატოვა.

გოგა ბითაძემ პარკეტზე ჯამურად 26 წუთი გაატარა, რა დროშიც მან 13 ქულა, 7 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. აღსანიშნავია, რომ გოგას არცერთი 2-ქულიანი სროლა არ გაუფუჭებია და მატჩი 100%-იანი სტატისტიკით დაასრულა.

ცნობისთვის, ორლანდო ამ ეტაპზე გათამაშების ცხრილის მე-4 პოზიციას 19 მოგებითა და 14 წაგებით იკავებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი