"ახლოს მეცთანაა, მაგრამ საქმეში მარსელიც ერთვება" - რას წერენ გიორგი მიქაუტაძეზე საფრანგეთში » სპორტის ხაზი

"ახლოს მეცთანაა, მაგრამ საქმეში მარსელიც ერთვება" - რას წერენ გიორგი მიქაუტაძეზე საფრანგეთში

"ახლოს მეცთანაა, მაგრამ საქმეში მარსელიც ერთვება" - რას წერენ გიორგი მიქაუტაძეზე საფრანგეთში
2-01-2024, 12:12
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, გიორგი მიქაუტაძის აიაქსში ტრანსფერი არც თუ წარმატებული გამოდგა, რადგან საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა ერედივიზიონში მხოლოდ 6 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რა დროშიც მას არც გაუტანია და არც საგოლე პასი გაუკეთებია.

ბოლო ინფორმაციით, გიორგი მიქაუტაძე სეზონის ბოლომდე მეცში უნდა დაბრუნდეს, თუმცა ირკვევა, რომ საქმეში მარსელიც ერთვება. ამის შესახებ Sport.fr წერს, რომლის მტკიცებითაც ჯენარო გატუზოს გუნდი ქართველის სიტუაციას აქტიურად აკვირდება:

"მაშინ როცა ისმაილა სარი და ვიტინია მარსელის დატოვებასთან ახლოს არიან, კლუბის ახალი სპორტული დირექტორი, მეჰდი ბენატია ახალი შემტევის დამატებაზე მუშაობს, მისი ერთ-ერთი ვარიანტი კი გიორგი მიქაუტაძეა."

"ფედორ ჩალოვისა (ცსკა) და არტურ კაბრალის (ბენფიკა) გვერდით სიაში მიქაუტაძის გვარსაც ვხედავთ, რომელმაც აიაქსში ტრანსფერი ჩააგდო და ნელ-ნელა კვლავ მეცისკენ მიიწევს."

"იმის გამო, რომ ერთ სეზონში ფეხბურთელს სამ კლუბში თამაში არ შეუძლია, სეზონის ბოლომდე მარსელი გიორგის შეძენას ვერ შეძლებს, მაგრამ მასზე დაკვირვება ისევ გაგრძელდება, რათა პოტენციური ტრანსფერი ახალი სეზონის სტარტზე შედგეს"
, - წერს ვებგვერდი


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი