ნაპოლის ახალგაზრდული გუნდის ყოფილმა თავკაცმა, ერნესტო აპუცომ Radio Kiss Kiss-თან საუბრისას ვალტერ მაძარის გუნდი შეაფასა და ცალკე კომენტარი ხვიჩა კვარაცხელიას ბოლოდროინდელ პერფორმანსზეც გააკეთა:
"იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც ნაპოლის წინა ორი ჩემპიონობა გამოსცადა, 2023 წელი ნამდვილი დღესასწაული იყო, თუმცა ის დეპრესიული განწყობით დასრულდა. ფეხბურთი ბევრი სხვადასხვა კომპონენტისგან შედგება. როდესაც ნაპოლის თამაშს ვუყურებდი და ვხედავდი, რომ თითოეულ გოლის ავტორს ყველა გარს ეხვეოდა და ულოცავდა, ვფიქრობ, სწორედ ეს იყო მათი გაჩემპიონების მიზეზიც."
"ხვიჩა კვარაცხელიას თამაში? - მას მინდორზე დასაშვებზე მეტს ეუხეშებიან და საპასუხოდ ჯერ კიდევ არავინ გაუძევებიათ", - თქვა აპუცომ
ცნობისთვის, საქართველოს ნაკრებისა და ნაპოლის ლიდერს სერია A-ს 17 თამაშში 5 გოლი და 3 საგოლე პასი აქვს მითვლილი.