თასის გათამაშების წილისყრამ მონაწილე 16 გუნდი მერვედფინალში დააწყვილა » სპორტის ხაზი

თასის გათამაშების წილისყრამ მონაწილე 16 გუნდი მერვედფინალში დააწყვილა

თასის გათამაშების წილისყრამ მონაწილე 16 გუნდი მერვედფინალში დააწყვილა
31-12-2023, 14:43
Aa Aa
გაზიარება:

29 დეკემბერს საქართველოს თასის 2024 წლის გათამაშების წილისყრა გაიმართა, რომელსაც ონლაინ რეჟიმში, დისტანციურად დაესწრნენ ტურნირში მონაწილე გუნდების წარმომადგენლები. ტრადიციულად, თასის გათამაშებაში სუპერლიგისა და “ა” ლიგის – ჯამში 16 გუნდი მონაწილეობს, რომლებიც წილისყრით მერვედფინალში დაწყვილდნენ.

2024 წლის გათამაშებაში მონაწილეობას მიიღებენ: თსუ, გურჯაანი, ქუთაისი, გაუ, ბათუმი, ორბი, ივერიონი, რუსთავი, კავკასია, მარგვეთი, რაში, ვერა, ასტრალი, ვსა, სოხუმი-საქართველო და თსსუ.

გუნდები წილისწყრის წინ შემდეგნაირად განითესნენ:

პირველ კალათაში სუპერლიგის პირველი წრის შედეგად I-V ადგილებზე მყოფი გუნდები მოხვდნენ, რომლებიც მერვედფინალში ბოლო, მე-4 კალათაში მყოფ “ა” ლიგის გუნდებს დაუწყვილდნენ. მესამე და მეოთხე კალათებში შესაბამისად სუპერლიგის VI-VIII და IX-XI ადგილებზე გასულები მოხვდნენ და მეოთხედფინალშიც, თავისთავად, ამ კალათების წარმომადგენლები დაუწყვილდნენ ერთმანეთს.

2024 წლის თასის გათამაშება 22 იანვარს დაიწყება. მერვედფინალსა და მეოთხედფინალებში სერია 2-მატჩიანი იქნება. ამ რაუნდების შემდეგ ტურნირს შერჩენილი 4 გუნდი ოთხთა ფინალში გავა, სადაც ნახევარფინალებიც და ფინალიც ერთმატჩიანი იქნება. 22 და 23 იანვარს მერვედფინალური სერიის პირველი, ხოლო 25, 26 და 27-ში საპასუხო მატჩები გაიმართება.

თასის გათამაშების წილისყრამ მონაწილე 16 გუნდი მერვედფინალში დააწყვილა


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი