"ახალი კონტრაქტი, ახალი უფლებამოსილება" - სტივ კინმა ქუთაისის "ტორპედოსთან" გაახანგრძლივა » სპორტის ხაზი

"ახალი კონტრაქტი, ახალი უფლებამოსილება" - სტივ კინმა ქუთაისის "ტორპედოსთან" გაახანგრძლივა

"ახალი კონტრაქტი, ახალი უფლებამოსილება" - სტივ კინმა ქუთაისის "ტორპედოსთან" გაახანგრძლივა
31-12-2023, 03:08
Aa Aa
გაზიარება:

სტივ კინსა და ქუთაისის "ტორპედოს" შორის ახალი, 2-წლიანი ხელშეკრულება გაფორმდა.

"1-ელი იანვრიდან სტივ კინი მთავარი მწვრთნელის პოსტთან ერთად, სპორტული დირექტორის (გენერალური მენეჯერის) თანამდებობასაც დაიკავებს. საუკეთესო ბრიტანული გამოცდილების გათვალისწინებით, იგი პასუხისმგებელი იქნება კლუბის სტრატეგიულ განვითარებაზე, მათ შორის ძირითადი გუნდის სამწვრთნელო, სამედიცინო და ადმინისტრაციული პერსონალის პროფესიულ განვითარებაზე, ახალი ფეხბურთელების შერჩევაზე, ასაკობრივ გუნდებთან და ტორპედოს აკადემიასთან თანამშრომლობით, კლუბის ახალი იდენტობის ჩამოყალიბებაზე.

წარმატებებს ვუსურვებთ კინს როგორც სამწვრთნელო, ისე ახალ მენეჯერულ პოზიციაზე."
- ვკითხულობთ ქუთაისის "ტორპედოს" სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში.

შოტლანდიელი სპეციალისტი იმერულ კლუბს სათავეში 2023 წლის მაისში ჩაუდგა, გუნდი მოედანზე 30-ჯერ გაიყვანა, საიდანაც 15 გამარჯვებით, 8 ფრედ, ხოლო 7 მარცხით დასრულდა. ბურთების შეფარდება 66:44.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.