გოგა ბრწყინავს | ბითაძე მიღებულ შანსებს ძალიან კარგად იყენებს » სპორტის ხაზი

გოგა ბრწყინავს | ბითაძე მიღებულ შანსებს ძალიან კარგად იყენებს

გოგა ბრწყინავს | ბითაძე მიღებულ შანსებს ძალიან კარგად იყენებს
30-12-2023, 12:12
Aa Aa
გაზიარება:

გოგა ბითაძის ორლანდომ NBA-ში მორიგი მატჩი გამართა და ამჯერად ნიუ იორკ ნიკსის დამარცხება შეძლო, - 117:108.

აღსანიშნავია, რომ ქართველი კალათბურთელის კონკურენტი ვენდელ კარტერი მატჩს ტრავმის გამო ტოვებდა, გოგამ კი სწორედ ის ჩაანაცვლა და მშვენიერი შთაბეჭდილებაც დატოვა.

საქართველოს ნაკრების ცენტრმა პარკეტზე 30:26 წუთი გაატარა, რა დროშიც მან 13 ქულა, 7 მოხსნა და 2 ბლოკი მიითვალა.

ცნობისთვის, ბოლო პერიოდში გოგა ბითაძე ორლანდოში მიღებულ წუთებს შესანიშნავად იყენებს და თუ ასე გაგრძელდა, შესაძლოა, რომ გოგა მალე ორლანდოს სასტარტოს კალათბურთელიც გახდეს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი