"ხვიჩას მეტოქეები არა ფეხბურთს, არამედ რაგბის ეთამაშებიან" - ვალტერ მაძარი » სპორტის ხაზი

"ხვიჩას მეტოქეები არა ფეხბურთს, არამედ რაგბის ეთამაშებიან" - ვალტერ მაძარი

"ხვიჩას მეტოქეები არა ფეხბურთს, არამედ რაგბის ეთამაშებიან" - ვალტერ მაძარი
31-12-2023, 12:17
Aa Aa
გაზიარება:

29 დეკემბერს იტალიის ჩემპიონატის შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლიმ მონცას უმასპინძლა და მატჩი ფრედ, 0:0 დასრულდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ადგილობრივ მედიასთან (DAZN) ნაპოლის მთავარი მწვრთნელი გამოჩნდა და რამდენიმე სიტყვა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც თქვა:

"გაბრაზებული ვიყავი მსაჯების მიღებული გადაწყვეტილებით, რადგან ხანდახან ვფიქრობ, რომ ჩვენს ლიდერს, ხვიჩა კვარაცხელიას არა ფეხბურთს, არამედ რაგბის ეთამაშებიან. მსაჯებმა მეტი ყურადღება უნდა დაუთმონ იმ ფაქტს თუ როგორ ეუხეშებიან ხვიჩას, მათგან მეტი სიმკაცრეა საჭირო და ზოგ შემთხვევაში მოთამაშეთა გაძევებაც."

"ხვიჩა კვარაცხელია მონცასთან ცენტრალურ პოზიციაზე გამოვცადეთ და ის ცუდი ნამდვილად არ ყოფილა, თუმცა მომენტის გამოყენება მანაც ვერ შეძლო. ჩვენ ბევრ სხვადასხვა ვარიანტს ვეძებთ და ვცდილობთ, რომ გუნდისთვის საუკეთესოს მივაგნოთ"
, - თქვა მაძარიმ


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი