მილანი ხუან მირანდაში თანხის გადახდას არ აპირებს - ტრანსფერი იანვარში არ შედგება » სპორტის ხაზი

მილანი ხუან მირანდაში თანხის გადახდას არ აპირებს - ტრანსფერი იანვარში არ შედგება

მილანი ხუან მირანდაში თანხის გადახდას არ აპირებს - ტრანსფერი იანვარში არ შედგება
29-12-2023, 23:28
Aa Aa
გაზიარება:

მილანის პირველი სატრანსფერო სამიზნე ჩავარდა, როსონერი ესპანელ მარცხენა მცველში 3 მილიონის გადახდას არ აპირებს.

ფაბრიციო რომანოს ცნობით კლუბი ხუან მირანდას ამ ზამთარს არ დაიმატებს და მისი კონტრაქტის ამოწურვას დაელოდება.

ესპანელ განაპირა მცველს კონტრაქტი 2024 წელს ეწურება და ვინაიდან თავად მილანში გადასვლაზე თანახმაა კლუბს სავარაუდოდ შემდეგი სეზონიდან შეუერთდება.

შეგახსენებთ, რომ მილანმა წელს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დაძლევა ვერ მოახერხა და ასპარეზობას ევროპა ლიგაზე განაგრძნობს, რაც შეეხება სერია A-ს, აქ კლუბი მესამე ადგილს იკავებს და საჩემპიონო რბოლას ძალიან ჩამოშორდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი