თელავში დაწყებულ საქართველოს ჩემპიონატზე ძიუდოში პირველი ჩემპიონები გამოვლინდნენ. კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ასვლა ლუხუმ ჩხვიმიანმა (60 კგ.) და თენგო ზირაქაშვილმა (66 კგ.) მოახერხეს.
ჩხვიმიანმა ფინალში თემურ ნოზაძე ვაზარით დაამარცხა, ბრინჯაოს მედლებს კი ამირან დარბაისელი და ირაკლი კუპატაძე დაეუფლნენ.
ზირაქაშვილმა გადამწყვეტ ორთაბრძოლაში ლაშა ნადირაძემ, რომელმაც 3 შიდო მიიღო, აჯობა. ბრინჯაოს მედლების მფლობელებად კი თორნიკე მაზიაშვილი და გიგი ოტიაშვილი მოგვევლინენ.
28 დეკემბერს პრიზიორები 73 და 81 კგ-მდე წონით კატეგორიებში გამოვლინდებიან, 29-ში კი ტატამიზე 90, 100 და +100 კგ-ის წარმომადგენლები გავლენ.