ლაშა დვალით საქართველოს ნაკრების მოთამაშის გუნდიდან დაინტერესდნენ » სპორტის ხაზი

ლაშა დვალით საქართველოს ნაკრების მოთამაშის გუნდიდან დაინტერესდნენ

ლაშა დვალით საქართველოს ნაკრების მოთამაშის გუნდიდან დაინტერესდნენ
28-12-2023, 01:31
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ნაკრებისა და კვიპროსული "აპოელის" ცენტრალურმა მცველმა, ლაშა დვალმა, შესაძლოა აზერბაიჯანს მიაშუროს. 28 წლის ფეხბურთელის დამატებით "ყარაბაღია" დაინტერესებული, რომლის ღირსებას მეკარე ლუკა გუგეშაშვილი იცავს.

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, აგდამელები ქართველ ცენტრალურ მცველს ტრავმირებული კევინ მედინას ალტერნატივად განიხილავენ და მხარეებს შორის მოლაპარაკებებიც დაწყებულია. შეთახნმების შემთხვევაში, ლაშა დვალი "ყარაბაღს", რომელიც ევროპა ლიგაზე გამოდის, იანვარში შეუერთდება.

"ყარაბაღი" აზერბაიჯანის სუპერლიგის სატურნირო ცხრილს ზირასთან 12-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს, ქვეყნის თასზე კი 1/4-ფინალშია გასული. აზერბაიჯანის ჩემპიონებს ევროპალიგის 1/16-ფინალში მეტოქე "ბრაგაა", რომელსაც 16 და 22 თებერვალს, სტუმრად და შინ დაუპირისპირდებიან.

დვალი "აპოელის" ღირსებას, სადაც გიორგი ქვილითაიასთან ერთად თამაშობს, 2022 წლიდან იცავს და კონტრაქტი 2025 წლამდე აკავშირებს. მიმდინარე სეზონში ქართველმა მცველმა კვიპროსული გუნდის მაისური ყველა ტურნირის 15 მატჩში მოირგო და აქტივში 1 გოლიც ჩაიწერა.

დვალი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ჩატარებულ 29 მატჩსა და 1 გოლს ითვლის და კარიერის განმავლობაში "ფერენცვაროშის" გარდა ასევე უთამაშია: "სკონტოში", "კასიმფაშაში", "დუისბურგში", "შლიონსკსა", "პოგონსა" და "ირტიშში".


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.