დეტროიტ პისტონსის ანტირეკორდი - გუნდმა ზედიზედ 27 ჯერ წააგო » სპორტის ხაზი

დეტროიტ პისტონსის ანტირეკორდი - გუნდმა ზედიზედ 27 ჯერ წააგო

დეტროიტ პისტონსის ანტირეკორდი - გუნდმა ზედიზედ 27 ჯერ წააგო
27-12-2023, 20:29
Aa Aa
გაზიარება:

დეტროიტ პისტონსისთვის კოშმარული სეზონი გრძელდება, 29 ოქტომბრის შემდეგ გუნდს არ მოუგია და წუხელ ბრუკლინ ნეტსთან ზედიზედ 27-ე შეხვედრაც წააგეს.

ასეთი საშინელი სერია აქამდე არცერთ გუნდს არ ჰქონია, კეიდ კანინგემის 41 ქულის მიუხედავად მიჩიგანელებმა მიანც წააგეს და ამ სეზონში ბალასნი 2-28-ზე გაუხდათ.

“გასაგებად უნდა ვთქვათ, სად ვართ და რა შეგვიძლია, ჩემი ბრალეულობა მესმის, მწვრთნელის საქმიანობა შედეგებით იზომება" - განაცხადა მთავარმა მწვრთნელმა მონტი უილიამა.

შეგახსენებთ, რომ დეტროიტი შემდეგ შეხვედრას აღმოსავლეთ კომფერენციის პირველ ადგილოსან ბოსტონ სელტიქსთან გამართავს და წაგების შემთხვევაში კიდევ ერთ ანტირეკორდს გაიმეორებს, რომელიც ფილადელფიამ 2014/2015 წლების სეზონის ბოლოს და 2015/2016 წლების სეზონის დასაწყისში ზედიზედ 28 მატჩის წაგებით "დაამყარა".


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი