კვეინ დურანტის პასუხი ჰეითერებს - რა განცხადებას ავრცელებს სანსის ფორვარდი » სპორტის ხაზი

კვეინ დურანტის პასუხი ჰეითერებს - რა განცხადებას ავრცელებს სანსის ფორვარდი

კვეინ დურანტის პასუხი ჰეითერებს - რა განცხადებას ავრცელებს სანსის ფორვარდი
27-12-2023, 19:32
Aa Aa
გაზიარება:

ბოლო დროს კევინ დურანტის წინააღდეგ მედიაში კიდევ ერთი ნეგატიური ტალღა წამოვიდა, გუნდში არსებული არასტაბილური მდგომარეობის ფონზე ჟურნალისტებმა დაუჯერებელი ნიუსი გაავრცელეს.

ცნობილი ინსაიდერების მტკიცებით NBA-ს ისტორიაში საუკეთესო შემტევი კევინ დურანტი გუნდში არსებული სიტუაციით თითქოს უკმაყოფილო იყო და მალე თრეიდსაც მოითხოვდა.

ამ ამბავში ერთი შეხედვით დაუჯერებელი არც არაფერია, რეალურად სანსი საშინელ ფორმარშია და ორგანიზაციამ აშკარად ძალიან ცუდად იმუშავა და გუნდის პირველი ოფცია თუ უკმაყოფილოა არავის უკვირს.

მიუხედავად ამისა კევინი მაინც ცდილობს გუნდს რეპუტაცია და გასახდელს ხალისი შეუნარჩუნოს.

"ეს გასაგიჟებელია, ხალხმა შესაძლოა ძალიან დიდი ჭორი მოიგონოს ჩემზე და თქვენ ეგრევე იჯერებთ რაც გაწყობთ, მაგრამ როდესაც მწვრთნელი და თანაგუნდელები ლაპარაკობენ თუ როგორი კარგი გუნდელი ვარ ამას არავინ იჯერებს." - "მანიაკის" განცხადებას ვკითხულობთ ფეისბუქ გვერდ "ყველაფერი NBA-ზე"

შეგახსენებთ, რომ წლევანდელ სეზონში 35 წლის დურანტი დაფრინავს! მას ფენომენალური სტატისტიკა აქვს - 31ქულა 50%-ით.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი