"დინამო თბილისიდან" რუსეთში - უსმანე კამარა საქართველოს ტოვებს » სპორტის ხაზი

"დინამო თბილისიდან" რუსეთში - უსმანე კამარა საქართველოს ტოვებს

"დინამო თბილისიდან" რუსეთში - უსმანე კამარა საქართველოს ტოვებს
27-12-2023, 17:22
Aa Aa
გაზიარება:

"დინამო თბილისის" გვინეელი ლეგიონერი უსმანე კამარა კარიერას რუსეთში გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს, რომლის ცნობით, ეკატერინბურგის "ურალმა" "დინამო თბილისთან" ტრანსფერი უკვე შეათანხმა.

როგორც ირკვევა, საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბი 24 წლის თავდამსხმელის სანაცვლოდ 380 ათას ევროს მიიღებს. წერენ იმასაც, რომ "ურალმა" თბილისელებს ყაზახურ "ასტანაზე" უკეთესი პირობა შესთავაზა, რომელიც ასევე ინტერესდებოდა კამარას ტრანსფერით და მზად იყო, 200 ათასი ევრო გადაეხადა.

კამარათი ასევე იყო დაინტერესება უკრაინული მხრიდანაც, თუმცა, როგორც ჩანს, საბოლოოდ გარიგება არ შედგა.

აფრიკელი "დინამო თბილისში" გორის "დილადან", 2022 წლის იანვარში გადავიდა და კლუბთან კონტრაქტი 2024 წლის ბოლომდე აკავშირებს.

მიმდინარე წელს ველა ტურნირის 41 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 15 გოლი და მიითვალა 7 საგოლე პასი. გვინეელს, რომელსაც ევროპაში ასევე უთამაშია შვედეთსა და ნორვეგიაში, Transfermarkt 400 ათას ევროდ აფასებს.

"ურალი", გუნდი 18 მატჩში მოპოვებული 19 ქულით რუსეთის პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში მე-12 ადგილზეა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი