"ერთხელ გაბრწყინებით ვარსკვლავი ვერ გახდები" - ჰამბურგის ფანები ჩაკვეს გოლზე » სპორტის ხაზი

"ერთხელ გაბრწყინებით ვარსკვლავი ვერ გახდები" - ჰამბურგის ფანები ჩაკვეს გოლზე

"ერთხელ გაბრწყინებით ვარსკვლავი ვერ გახდები" - ჰამბურგის ფანები ჩაკვეს გოლზე
27-12-2023, 16:06
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, გიორგი ჩაკვეტაძე ამ მომენტისთვის ჩემპიონშიპის ბინადარ უოტფორდში თამაშობს და ქართველმა უკანასკნელ ტურში სადებიუტო გოლის გატანაც მოახერხა.

გიორგის აქამდე ისეთ უცხოურ გუნდებში აქვს ნათამაშები, როგორებიც გენტი, ჰამბურგი, სლოვანი არიან, რომლებთან დაახლოებული გვერდებიც დროთა განმავლობაში მათ ყოფილ მოთამაშეებზე სტატიებს აქვეყნებენ, რისი მიზანიც მხოლოდ ერთია, - ქომაგებისთვის ძველი მოთამაშის შეხსენება და იმის გაანალიზება თუ როგორ განვითარდა კლუბიდან წასული ფეხბურთელის კარიერა.

სწორედ ასე მოიქცა გერმანული ჰამბურგი, რომელთან დაკავშირებულმა გვერდმაც ჩაკვეს სტატია მიუძღვნა, მის ქვეშ კი ჰამბურგის ქომაგები შემდეგ კომენტარებს წერენ:

"ერთი გაბრწყინებით ვარსკვლავი ვერ გახდები"

"ჩაკვეტაძეს პოტენციალი ყოველთვის ჰქონდა, მაგრამ მის სრულფასოვან გამოყენებას ვერასდროს ახერხებდა"

"ვერ ვიტყვი, რომ მისი წასვლით გული დამწყდა. ფაქტია, რომ თავის თავს ვერ ავლენდა"

"მისი გოლები ძალიან იშვიათია, უფრო ხშირი რომ იყოს, მასში გაცილებით დიდ საფრთხეს დაინახავდნენ"

"ამ ბიჭის თამაშს კარგი სტაბილურობა აკლია, თორემ მონაცემებით ძალიან ძლიერი ნახევარმცველია"

"მეტს უნდა იტანდეს, ერთი გოლი არაფერს წყვეტს", - წერენ გერმანელები


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი