"ის გაშიფრულია და ფასიც უკვე დაეცა" - Football Italia ხვიჩა კვარაცხელიაზე » სპორტის ხაზი

"ის გაშიფრულია და ფასიც უკვე დაეცა" - Football Italia ხვიჩა კვარაცხელიაზე

"ის გაშიფრულია და ფასიც უკვე დაეცა" - Football Italia ხვიჩა კვარაცხელიაზე
27-12-2023, 14:47
Aa Aa
გაზიარება:

Football Italia ხვიჩა კვარაცხელიას ბოლოდროინდელ ცუდ სათამაშო ფორმას ეხმაურება და წერს, რომ ქართველი ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება ლოგიკური შემცირების გზას ადგას:

"ბაზარზე მისი ფასი დაბლა იწევს, რაც იმის გამო ხდება, რომ ხვიჩა მეტოქე გუნდის მცველებმა უკვე შეისწავლეს. თითქმის ყოველთვის ნაპოლის 77-ე ნომერი ფლანგიდან სიღრმისკენ უხვევს და კარში დარტყმას ცდილობს, რაც მოწინააღმდეგემ უკვე გაშიფრა."

"ცოტათი უცნაურია ფაქტი, რომ ვალტერ მაძარი ამ საკითხთან დაკავშირებით ხვიჩასთან არ საუბრობს. მათ შეუძლიათ, რომ ფეხბურთელის მარცხენა ფეხი მის თამაშში გაცილებით აქტიურად ჩართონ, რადგან საქმე უიშვიათესი ნიჭის მქონე ბიჭს ეხება"
, - წერს გამოცემა

ცნობისთვის, ხვიჩა კვარაცხელიას იტალიის ჩემპიონატის 16 თამაშში 5 გოლი და 3 ასისტი დაუგროვდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი