"ეს გუნდი არასდროს ნებდება" - ალეხანდრო გარნაჩო ვილასთან მოგების შემდეგ » სპორტის ხაზი

"ეს გუნდი არასდროს ნებდება" - ალეხანდრო გარნაჩო ვილასთან მოგების შემდეგ

"ეს გუნდი არასდროს ნებდება" - ალეხანდრო გარნაჩო ვილასთან მოგების შემდეგ
27-12-2023, 11:43
Aa Aa
გაზიარება:

ინგლისის ჩემპიონატის რიგით მე-19 ტურში მანჩესტერ იუნაიტედმა ასტონ ვილა "მანჩესტერულად" დაამარცხა და ნელ-ნელა ოთხეულსაც კი მიუახლოვდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ადგილობრივ მედიასთან კომენტარის გასაკეთებლად მატჩის ერთ-ერთი მთავარი გმირი, ალეხანდრო გარნაჩო გაჩერდა, რომელმაც ვილას 2 ბურთი გაუტანა და გუნდის გამარჯვებაში უმნიშვნელოვანესი როლი შეიტანა:

"ჩვენ მანჩესტერ იუნაიტედი ვართ და არასდროს ვნებდებით. ძალიან სასიამოვნო შეგრძნებაა, რომ გუნდს 3 ქულის მოპოვებაში დავეხმარე."

"რასმუს ჰოილუნდის გამო ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან მის შესახებ ბოლო პერიოდში ხალხი საკმაოდ ბევრს საუბრობდა"
, - თქვა გარნაჩომ

შეგახსენებთ, რომ ასტონ ვილას 3:2 დამარცხების შემდეგ ერიკ ტენ ჰაგის გუნდი პრემიერ ლიგის მე-6 ადგილს 31 ქულით იკავებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი