დიდებული მიღწევა - ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგამ გამოარჩია! » სპორტის ხაზი

დიდებული მიღწევა - ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგამ გამოარჩია!

დიდებული მიღწევა - ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგამ გამოარჩია!
28-12-2023, 12:30
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, 2023/2024 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი ოფიციალურად დასრულებულია და გულშემატკივრები საპლეიოფო შეხვედრებს ელიან.

აღსანიშნავია, რომ სწორედ ჯგუფურ ეტაპზე განხორციელებული დრიბლინგების რაოდენობით ხვიჩა კვარაცხელია ამავე ტურნირის ოფიციალურმა გვერდმა ყველასგან გამოარჩია.

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ნაპოლის ლიდერს ყველაზე მეტი დრიბლინგი აქვს (46). მას მეორე პოზიციაზე კილიან მბაპე მოსდევს (44), მესამეზე კი რაფაელ ლეაოა (36).

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ ჯგუფური ეტაპის ექვსივე მატჩში მიიღო მონაწილეობა და 1 საგოლე გადაცემის გაკეთებაც მოახერხა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი