ცნობილია - როდის ჩატარდება დაჯილდოვება GFF AWARDS 2023? » სპორტის ხაზი

ცნობილია - როდის ჩატარდება დაჯილდოვება GFF AWARDS 2023?

ცნობილია - როდის ჩატარდება დაჯილდოვება GFF AWARDS 2023?
26-12-2023, 09:40
Aa Aa
გაზიარება:

უკვე "ტრადიციად" ჩამოყალიბდა, რომ ყოველი წლის ბოლოს იმართება სფფ-ს წლის შემაჯამებელი ღონისძიება, სადაც სხვადასხვა ნომინაციებში საუკეთესოები ვლინდებიან. GFF AWARDS 2023-ზე ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვებ-საიტზე ვიგებთ.

"28 დეკემბერს, 19:00 საათზე, რესპუბლიკა ივენთ ჰოლში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წლის შემაჯამებელი ღონისძიება, GFF Awards 2023 გაიმართება.

GFF Awards 2023-ზე საუკეთესოები შემდეგ ნომინაციებში გამოვლინდებიან:

2023 წლის საუკეთესო კაცი ფეხბურთელი

2023 წლის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი

2023 წლის ფუტსალის საუკეთესო მოთამაშე

2023 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი

2023 წლის საუკეთესო მსაჯი

2023 წლის ქალთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი

2023 წლის ქალთა ლიგის საუკეთესო მწვრთნელი

ალექსანდრე ჩივაძის მედლები 2023 წლის საუკეთესო 17-წლამდე და 19-წლამდე მოთამაშეებისთვის
ამას გარდა, უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ორგანიზებაში და მასობრივი ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის გაიცემა სპეციალური პრიზები."
- ნათქვამია GFF.GE-ზე.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი