ვიტორ როკე ბარსელონაში ხვალ ჩაფრინდება - ბრაზილიელი ფორვარდი კლუბს სეზონის მეორე ნახევრიდან დაეხმარება » სპორტის ხაზი

ვიტორ როკე ბარსელონაში ხვალ ჩაფრინდება - ბრაზილიელი ფორვარდი კლუბს სეზონის მეორე ნახევრიდან დაეხმარება

ვიტორ როკე ბარსელონაში ხვალ ჩაფრინდება - ბრაზილიელი ფორვარდი კლუბს სეზონის მეორე ნახევრიდან დაეხმარება
26-12-2023, 00:10
Aa Aa
გაზიარება:

ვიტორ როკეს საგა ხვალ ოფიციალურად დასრულდება.

მოგეხსენებათ, ბარსელონამ ახალგაზრდა ბრაზილიელი შარშან შეიძინა, თუმცა ფეხბურთელს ევროპაში გადასვლა 18 წლამდე არ შეეძლო, ამიტომ ატლეტიკო პარანაესში კიდევ დიდ ხანს დაჰყო.

როკე უკვე სრულწლოვანია და ესპანეთში ხვალ მიემგზავრება, მასზე კატალონიაში დიდ იმედებს ამყარებენ და თვლიან, რომ ხანში შესულ ლევანდოვსკის კარგად დაასვენებს.

შეგახსენებთ, რომ როკემ ბრაზილიის უმაღლეს ჩემპიონატში წელს 25 შეხვედრა ჩაატარა და 18 წლის ბიჭმა 12 გოლსა და 3 საგოლე პასს მოუყარა თავი.

ბარსელონამ პარანაენს როკეში 40 მილიონი გადაუხადა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი