"მას რეალური კონკურენტი სჭირდება" - ნეაპოლში ხვიჩას ჩანაცვლებას ელიან » სპორტის ხაზი

"მას რეალური კონკურენტი სჭირდება" - ნეაპოლში ხვიჩას ჩანაცვლებას ელიან

"მას რეალური კონკურენტი სჭირდება" - ნეაპოლში ხვიჩას ჩანაცვლებას ელიან
25-12-2023, 17:06
Aa Aa
გაზიარება:

მიუხედავად იმისა, რომ ხვიჩა კვარაცხელია იტალიის სერია A-ს ამ სეზონში სტატისტიკურად არც ისე ცუდად გამოიყურება, მისი კრიტიკოსთა სია სულ უფრო და უფრო იზრდება.

საქართველოს ნაკრებისა და ნაპოლის ლიდერზე სტატია Mondonapoli-მ გამოაქვეყნა, რომელმაც დაწერა, რომ ნეაპოლური გუნდის 77-ე ნომერს ახალი კონკურენტი სჭირდება, რომელიც მას მოდუნების საშუალებას არ მისცემს:

"დიდი პერიოდის განმავლობაში მარცხენა ფლანგზე ვინგერად კვარაცხელიასთან ერთად არაერთი მოთამაშე გამოსცადეს. მაგალითად, ერთ-ერთი ელიფ ელმასი იყო, ნაპოლის უნივერსალი, რომელსაც ყველგან თამაში შეეძლო. გარდა ამისა, ამ პოზიციაზე გამოსცადეს როგორც რასპადორი, ისე ძერბინი, თუმცა სასურველი შედეგი ვერცერთმა მათგანმა ვერ მოიტანა."

"ზემოაღნიშნულმა გამოიწვია ის, რომ ხვიჩა კვარაცხელია მოეშვა, რის გამოც ქართველი ბევრ სიტუაციაში ისეთივე ბრწყინვალე აღარაა, როგორც ეს სპალეტის პერიოდში იყო. იმის გათვალისწინებით, რომ ქართველი თავისივე ნაკრების მთავარი ვარსკვლავია, მან კლუბში სიტუაცია უნდა გამოასწოროს"
, - წერს ვებგვერდი

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ 2023/2024 წლების სეზონის სერია A-ს 16 თამაშში 5 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი მიითვალა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი