დინამო თბილისიდან ბათუმის დინამოში - აჭარლების მორიგი ტრანსფერი » სპორტის ხაზი

დინამო თბილისიდან ბათუმის დინამოში - აჭარლების მორიგი ტრანსფერი

დინამო თბილისიდან ბათუმის დინამოში - აჭარლების მორიგი ტრანსფერი
25-12-2023, 15:09
Aa Aa
გაზიარება:

დინამო თბილისის აწ უკვე ყოფილი მოთამაშე, ბარნს ოსეი კარიერას კონკურენტ - ბათუმის დინამოში გააგრძელებს.

როგორც ცნობილია, ტრანსფერი უფასოდ შედგება და აჭარული კლუბი არაფერს გადაიხდის.

28 წლის შემტევს ეროვნულ ლიგაში დედაქალაქელთა მაისური 28 შეხვედრაში მოირგო, სადაც 6-ჯერ გაატანინა თანაგუნდელს ზუსტი საგოლე გადაცემით, საქართველოს თასზე კი ორ შეხვედრაში ერთხელ შეარხია მეტოქის კარის ბადე.

ცნობისთვის, განელ მოთამაშეს საკუთარი ქვეყნის 20-წლამდე ნაკრებში 3 შეხვედრა აქვს ჩატარებული.

დინამო თბილისიდან ბათუმის დინამოში - აჭარლების მორიგი ტრანსფერი


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი