ილია თოფურია UFC ქამრისთვის იბრძოლებს? | ქართველი სპორტსმენის ინტერვიუ » სპორტის ხაზი

ილია თოფურია UFC ქამრისთვის იბრძოლებს? | ქართველი სპორტსმენის ინტერვიუ

ილია თოფურია UFC ქამრისთვის იბრძოლებს? | ქართველი სპორტსმენის ინტერვიუ
25-10-2022, 16:45
Aa Aa
გაზიარება:

ილია თოფურიამ ესპანურ AS-თან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა:

როგორც იცით, წესით, ილია თოფურიას 30 ოქტომბერს ბრაის მიტჩელის წინააღმდეგ უნდა ეჩხუბა, რომელთანაც ქართველს სიტყვიერი შეთანხმება ჰქონდა დადებული. მიუხედავად ამისა, ექიმებმა ილიას წონის სწრაფად კლება აუკრძალეს, ამიტომ დაპირისპირებაც ჩაიშალა. აღსანიშნავია, რომ ილია თოფურიამ ბრაის მიტჩელს მსუბუქ წონაში შეხვედრა შესთავაზა, თუმცა ამ უკანასკნელისგან უარი მიიღო.

ილია თოფურიას მომდევნო მეტოქე დან იგე უნდა იყოს: "არავის არ ვენდობი, მათ შორის არც იგეს. დაპირისპირების რეალურობას მხოლოდ მაშინ დავიჯერებ, როცა იგე ოქტაგონზე ჩემს წინ იდგება, რადგან ვერ ვამჩნევ, რომ მას ჩხუბი სურდეს. როდესაც ბარბოზას წინააღმდეგ ბრძოლას ვაპირებდი ვთქვი, რომ შეხვედრა 3 რაუნდიანი იქნებოდა, თუმცა სინამდვილეში, ჩემი გეგმა მისი 1 რაუნდში დასრულება იყო. სწორედ ამას ვეუბნები ყველა მეტოქეს და ჩემთან ჩხუბი ამიტომაც არ სურთ. მე დაუღალავი და მუდმივ პროგრესზე ორიენტირებული სპორტსმენი ვარ, რაც მენტალურად ოქტაგონზე მაძლიერებს და ჩემი გატეხა მეტოქეებისთვის ძალიან რთულია. მიუხედავად ამისა, მუდმივად ვგრძნობ, რომ რაღაცას ვაკლებ და პერმანენტულ განვითარებაზე ვფიქრობ. ჩემი აზრით, მომავალ ზაფხულში UFC-ის ქამარზე ბრძოლა შესაძლებელია. იმ შემთხვევაში, თუ ამ წელს კიდევ ერთხელ ვიჩხუბებ, რასაც მარტში კიდევ ერთ შეხვედრას დავამატებ, მაშინ მომდევნო წლის ზაფხულში ქამარზე ფიქრიც შეიძლება." - ილია თოფურია.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა სპორტსმენმა ბოლოს ინგლისელი ჯაი ჰერბერტი დაამარცხა, რომელიც მეორე რაუნდში დაანოკაუტა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.