გამოსავალი გუნდიდან წასვლაა - რომელ ლიდერს სურს ნაპოლის დატოვება » სპორტის ხაზი

გამოსავალი გუნდიდან წასვლაა - რომელ ლიდერს სურს ნაპოლის დატოვება

გამოსავალი გუნდიდან წასვლაა - რომელ ლიდერს სურს ნაპოლის დატოვება
25-12-2023, 13:33
Aa Aa
გაზიარება:

ბოლო პერიოდში ნაპოლის გარშემო არც ისე კარგი სიტუაციაა, რადგან გუნდი მნიშვნელოვან თამაშებს აგებს, ადგილობრივი მედია კი არც ფეხბურთელების და არც მწვრთნელის კრიტიკას არ თაკილობს.

ამას ემატება ის, რომ ზოგიერთ მოთამაშეს ნაპოლის დატოვების სურვილიც კი გაუჩნდა, რის შესახებაც Il Mattino-მ დაწერა. მათი ინფორმაციის მიხედვით, პარტენოპეიდან წასვლა პიოტრ ჟიელინსკის აქვს გადაწყვეტილი:

"პოლონელმა ნახევარმცველმა მილანთან პირადი დეტალები უკვე შეათანხმა, კონტრაქტის სახით კი ახალ კლუბში 3 წლით დარჩება."

"პიოტრ ჟიელინსკის ახალ კლუბში ხელფასი არც თუ ისე ურიგო ექნება. მას შეუთანხმდნენ, რომ სეზონში 4.5 მილიონ ევროს მისცემენ"
, - წერს გამოცემა

ცნობისთვის, ჟიელინსკი ნეაპოლურ გუნდში 2016/2017 წლების სეზონიდან თამაშობს, მისი ამჟამინდელი სატრანსფერო ღირებულება კი 30 მილიონი ევროა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი