"ეს ყველაფერი პრეზიდენტთან შეთანხმებით მოხდა" - ვალტერ მაძარის სიტყვა ნამატჩევს » სპორტის ხაზი

"ეს ყველაფერი პრეზიდენტთან შეთანხმებით მოხდა" - ვალტერ მაძარის სიტყვა ნამატჩევს

"ეს ყველაფერი პრეზიდენტთან შეთანხმებით მოხდა" - ვალტერ მაძარის სიტყვა ნამატჩევს
24-12-2023, 16:53
Aa Aa
გაზიარება:

სერია A-ს მე-17 ტურში ნაპოლი სტუმრად რომასთან 0:2 დამარცხდა. ნამატჩევს, ნეაპოლელთა თავკაცმა ვალტერ მაძარიმ განვლილ შეხვედრაზე ისაუბრა:

"დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ გაძევებამდე ჩვენ უკეთ ვთამაშობდით. პოლიტანოს მაისურზე 15 წუთი ქაჩავდნენ, მაგრამ მსაჯებზე საუბარი არ მსურს. ბელოტის მომენტს თუ არ ჩავთვლით, "ნაპოლიმ" ბევრად მეტი გააკეთა, მეორე ტაიმი კარგად დავიწყეთ და ვფიქრობდით, რომ ანგარიშსაც გავხსნიდით, მაგრამ შემდეგ თამაში ისე წავიდა, როგორც წავიდა. ორი თამაშის შემდეგ მკითხეს, რატომ არ ვცლიდი სათამაშო სქემას. პრეზიდენტთან შეთანხმებით გუნდში იმიტომ მოვედი, რომ 4-3-3 მომწონდა. თუ გუნდი უტევს და ბურთს ხშირად ფლობს, ეს ნიშნავს, რომ სწორ გზაზეა. თამაშის ხარისხი ცუდი არ არის, შარშანდელივით ვთამაშობთ, მაგრამ ფეხბურთელები ფორმაში ნაკლებად არიან." - განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი