დიდი ანგარიშით მარცხი - არველაძის გუნდი საშინაო კედლებში განადგურდა » სპორტის ხაზი

დიდი ანგარიშით მარცხი - არველაძის გუნდი საშინაო კედლებში განადგურდა

დიდი ანგარიშით მარცხი - არველაძის გუნდი საშინაო კედლებში განადგურდა
24-12-2023, 11:54
Aa Aa
გაზიარება:

23 დეკემბერს თურქეთის სუპერ ლიგის მე-18 ტურში შოთა არველაძემ კარაგუმრუკთან ერთად საშინაო კედლებში პირველი მატჩი გამართა და დიდი ანგარიშით დამარცხდა.

ქართველი სპეციალისტის გუნდი გუშინდელ შეხვედრაში სატურნირო ცხრილის მეზობელ გაზიანთეფს მასპინძლობდა, რომელიც კარაგუმრუკმა 0:3 დათმო.

შოთა არველაძემ ამჟამინდელ გუნდთან ერთად თურქეთის სუპერ ლიგაში პირველი მატჩი გალათასარაის წინააღმდეგ გამართა, რომელიც მათ 1:0 დათმეს.

ამდენად, საქართველოს ნაკრების ყველა დროის ბომბარდირს კარაგუმრუკის მწვრთნელის პოსტზე 2 მატჩი და ამდენივე წაგება აქვს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი