რამოსის შემდეგ პიკეც - ილია თოფურიას კიდევ ერთი ცნობილი ფანი გამოუჩნდა » სპორტის ხაზი

რამოსის შემდეგ პიკეც - ილია თოფურიას კიდევ ერთი ცნობილი ფანი გამოუჩნდა

რამოსის შემდეგ პიკეც - ილია თოფურიას კიდევ ერთი ცნობილი ფანი გამოუჩნდა
24-12-2023, 11:26
Aa Aa
გაზიარება:

ესპანეთში ქართველი მებრძოლის, ილია თოფურიასი რომ ძალიან ეიმედებათ, ეს უკვე ძველი ისტორიის ნაწილია და ყველამ ყველაფერი კარგად იცის.

ერთ-ერთი უკანასკნელი ბრძოლისას გემახსოვრებათ თუ როგორ ქომაგობდა თვით სერხიო რამოსი თოფურიას, რომელსაც ილიამ იმედები არ გაუცრუა და თავისი ბრძოლა მოიგო.

როგორც აღმოჩნდა, დიდებული ბარსა-რეალის ეპოქიდან თოფურიას არამხოლოდ რამოსი, არამედ ჟერარ პიკეც ქომაგობს, რისი ამსახველი ფოტოც სოციალურ ქსელში მალევე გავრცელდა.

სხვათაშორის, თოფურიამ პიკესა და რამოსზე იხუმრა და თქვა, რომ ამ ორის ოქტაგონზე ნახვა ერთმანეთის პირისპირ საკმაოდ საინტერესო სანახავი იქნებოდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.