"5 წუთში მივხვდი, რომ ნაპოლის მოვუგებდით" - ჟოზე მოურინიო მატჩის შემდეგ » სპორტის ხაზი

"5 წუთში მივხვდი, რომ ნაპოლის მოვუგებდით" - ჟოზე მოურინიო მატჩის შემდეგ

"5 წუთში მივხვდი, რომ ნაპოლის მოვუგებდით" - ჟოზე მოურინიო მატჩის შემდეგ
24-12-2023, 10:51
Aa Aa
გაზიარება:

გუშინდელი დერბი დელ სოლეს მოგების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ჟოზე მოურინიომ, რომელმაც თქვა, რომ შობამდე ბოლო მატჩის მოგება მისთვის ყოველთვის განსაკუთრებულია:

"ეს დიდი გამარჯვება იყო და ბედნიერი ვარ. თავიდანვე სურვილი გვქონდა, რომ მატჩი მოგვეგო და სატურნირო ცხრილში სიტუაცია გამოგვესწორებინა, რაც გამოგვივიდა კიდეც."

"ჩვენ მთელ თამაშს ვაკონტროლებდით. სიმართლე გითხრათ, პირველივე 5 წუთში მივხვდი, რომ ნაპოლის სახლში წაგებულს გავუშვებდით."

"მიზანი ნაპოლის დაპრესინგება იყო, მათი წნეხში მოქცევა, რამაც შესანიშნავი შედეგი გამოიღო."

"ბევრჯერ მითქვამს, რომ არა ტრავმები, რომა გაცილებით კარგ შედეგებს აჩვენებდა, თუმცა საკადრო პრობლემები ყოველთვისაა და ამას გვერდს ვერ ავუვლით"
, - თქვა ჟოზემ


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი