არგენტინელი ამომავალი ვარსკვლავი კლაუდიო ეჩევერი რივერ პლეიტთან კონტრაქტის გახანგრძლივებას აღარ აპირებს.
ფეხბურთელის განცხადებით იგი უკვე მზადაა ევროპული ფეხბურთისთვის და კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ კლუბს დატოვებს.
ეჩევერის სიტუაციას ევროპული გრანდები აკვირდებიან, მათ შორის "ჩელსი" და "მანჩესტერ სიტი" განსაკუთრებით აქტიურობენ.
არგენტინელს კონტრაქტი 2024 წელს ეწურება და მისი გამოსასყიდი თანხა 25-30 მილიონია.
სავარაუდოდ კლუბები ამ თანხის გადახდას თავს აარიდებენ და ეჩევერის თავისუფალი აგენტის სტატუსით დამატებას შეეცდებიან.