ვიქტორ ოსიმენმა "ნაპოლისთან" გაახანგრძლივა - დეტალები » სპორტის ხაზი

ვიქტორ ოსიმენმა "ნაპოლისთან" გაახანგრძლივა - დეტალები

ვიქტორ ოსიმენმა "ნაპოლისთან" გაახანგრძლივა - დეტალები
23-12-2023, 19:30
Aa Aa
გაზიარება:

მოლაპარაკებების შემდეგ, "ნაპოლიმ" ვიქტორ ოსიმენთან ხელშეკრულება გაახანგრძლივა. იტალიის მოქმედმა ჩემპიონებმა ნიგერიელ თავდამსხმელთან კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე გააგრძელეს.

ნაპოლის ტვიტერზე გამოქვეყნდა ფოტოსურათები, სადაც ვიქტორ ოსიმენი და კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ახალ კონტრაქტს ხელს აწერენ.

როგორც ცნობილია, ფეხბურთელის შეძენის მსურველ კლუბს, მისთვის 120-130 მილიონი ევროს გაღება მოუწევს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გაიზრდება ნიგერიელის ხელფასი, რომელიც აქამდე წელიწადში 4,5 მილიონ ევროს შეადგენდა, ამიერიდან იგი წლიურად 10 მილიონ ევროს მიიღებს.

ვიქტორ ოსიმენი "ნაპოლიში" 2020 წელს გადავიდა, ფრანგული "ლილიდან" 70 მილიონი ევროს სანაცვლოდ. ნიგერიელმა თავდამსხმელმა იტალიელთა მაისურით ყველა ტურნირზე 118 მატჩში 67 გოლი გაიტანა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი