"იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელი მაქს ალეგრი საუბრობს იტალიური კლუბის საკუთრებაში მყოფ ახალგაზრდა ფეხბურთელებზე.
"სოულე, ბარენეჩეა და კაიო ხორხე თავს კარგად ართმევენ, მაგრამ მე არ მიკვირს"
"ფროსინონე ძალიან კარგი კლუბია, ჰყავთ კარგი სპორტული დირექტორი და მწვრთნელი, იდეალური საშუალებაა ბიჭების გასაზრდელად, რაც მე ძალიან მახარებს"
შეგახსენებთ, რომ დღეს "იუვენტუსი" და "ფროზინონე" ერთმანეთს თბილისის დროით 16:30 - ზე შეხვდებიან.