"მანჩესტერ სიტი" მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებულია » სპორტის ხაზი

"მანჩესტერ სიტი" მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებულია

"მანჩესტერ სიტი" მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებულია
23-12-2023, 00:29
Aa Aa
გაზიარება:

"მანჩესტერ სიტიმ“ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში "ფლუმინენსეს" მარტივად ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა და ეს ტიტული, ისტორიაში პირველად დაისაკუთრა.

სიტი პირველივე წუთზე უკვე იგებდა ხულიან ალვარესის გოლით, ხოლო ტაიმის შუაში ნინოს ავტოგოლმა თამაშის ინტერესი მეტად გააქრო.
მატჩის ბოლოს ინგლისელებმა უპირატესობა კიდევ გაზარდეს - ალვარესმა დუბლი შეასრულა, რაც საბოლოოდ ფილ ფოდენმა დააგვირგვინა და - 4:0. მანჩესტერელთა პირველი ჩემპიონობა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი