"ამის დედაც, ერთხელ მაინც გაიქეცი" - ჩავიმ ლევანდოვსკი გასახდელში გააკრიტიკა » სპორტის ხაზი

"ამის დედაც, ერთხელ მაინც გაიქეცი" - ჩავიმ ლევანდოვსკი გასახდელში გააკრიტიკა

"ამის დედაც, ერთხელ მაინც გაიქეცი" - ჩავიმ ლევანდოვსკი გასახდელში გააკრიტიკა
22-12-2023, 14:34
Aa Aa
გაზიარება:

ჩავი ერნანდესის ბარსელონამ ესპანეთის ჩემპიონატის მე-18 ტურში ალმერიას უმასპინძლა და მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში 3:2 დაამარცხა.

აღნიშნულ შეხვედრაში გოლი კვლავ არ გაუტანია რობერტ ლევანდოვსკის, რომელსაც უკვე 4 მატჩიანი უგოლო სერია დაუგროვდა. გარდა ამისა, პოლონელი ფორვარდი ამ სეზონში ძალიან ბევრ კარგ მომენტს ანიავებს, რის გამოც მას უამრავი ქომაგი აკრიტიკებს.

სხვათაშორის, ლევანდოვსკის ცუდი სათამაშო ფორმა ყურადღების მიღმა არ რჩება არც ჩავის, რომელიც ალმერიასთან მატჩის შესვენებაზე რობერტს გაცხარებული შემდეგი სიტყვებით მიმართავდა:

"აბა ვნახოთ, ერთხელ მაინც თუ გაიქცევი ამის დედაც", - წერენ ესპანური გამოცემები, რომელთა მტკიცებითაც ბარსას გასახდელში არც თუ ისე კარგი სიტუაციაა.

კატალონიური გრანდი ამ მომენტისთვის ესპანეთის ლა ლიგის მე-3 პოზიციას 38 ქულით იკავებს და მოწინავე მადრიდის რეალს 7 ქულით ჩამორჩება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი