შენგელიამ მაგრად ითამაშა, თუმცა ვირტუსმა მაინც წააგო » სპორტის ხაზი

შენგელიამ მაგრად ითამაშა, თუმცა ვირტუსმა მაინც წააგო

შენგელიამ მაგრად ითამაშა, თუმცა ვირტუსმა მაინც წააგო
22-12-2023, 13:02
Aa Aa
გაზიარება:

ევროლიგის მე-16 ტურის შეხვედრაში თორნიკე შენგელიას ვირტუს ბოლონია ვალენსიას დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 8 ქულით, 79-71 დამარცხდა.

იტალიელების მხრიდან პარკეტზე საუკეთესო იყო საქართველოს ნაკრების კაპიტანი, რომელმაც 31:56 წუთი ითამაშა, რა დროშიც მან 15 ქულა, 8 მოხსნა და 6 პასი მიითვალა.

აღნიშნულ დაპირისპირებაში საუკეთესო ქულათა სტატისტიკით ვალენსიას კრის ჯოუნსი გამოირჩა, რომელსაც სომხეთის მოქალაქეობა აქვს მიღებული. მან 26:59 წუთში 17 ქულა, 2 მოხსნა და 2 პასი ჩაიწერა.

ცნობისთვის, ქართველი კალათბურთელის გუნდი ევროლიგის მე-2 პოზიციას 11 მოგებითა და 5 წაგებით იკავებს, მათი მომდევნო მატჩი კი 28 დეკემბერს პარტიზანის წინააღმდეგ ბელგრადში შედგება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი