"ის მოთამაშეებს ამცირებდა" - სკანდალური ინფორმაცია ბორჯღალოსნების ახალ მწვრთნელზე » სპორტის ხაზი

"ის მოთამაშეებს ამცირებდა" - სკანდალური ინფორმაცია ბორჯღალოსნების ახალ მწვრთნელზე

"ის მოთამაშეებს ამცირებდა" - სკანდალური ინფორმაცია ბორჯღალოსნების ახალ მწვრთნელზე
22-12-2023, 15:10
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელის პოსტი ლევან მაისაშვილმა დატოვა, მის ჩამნაცვლებლად კი ქართულმა მხარემ რიჩარდ კოკერილი შეარჩია.

მიუხედავად იმისა, რომ კოკერილს ამ საქმეში დიდი გამოცდილება აქვს და ქართული რაგბის გულშემატკივარს ამ თვალსაზრისით პესიმისტურად განწყობის არანაირი საფუძველი არ გააჩნია, სოციალურ მედიაში გავრცელებულმა ინფორმაციამ უმეტესობას მოლოდინები შეუცვალა.

საქმე ეხება მონპელიეს პრეზიდენტის, მოედ ალტრადის კომენტარს, რომელმაც ის სწორედ კოკერილის შესახებ გააკეთა:

"სამწუხაროდ, მონპელიეს მორაგბეებმა გვიან მითხრეს, რომ კოკერილისგან დამამცირებელ საუბრებს ისმენდნენ. ასეთი რამ თუ ხდება, მე საქმის კურსში მალევე უნდა ჩამაყენონ."

"რიჩარდი არამარტო მოთამაშეებს, არამედ მთელ სტაფს ამცირებდა, ყველა მათგანი ნამდვილ ტერორში ჰყავდა"
, - თქვა მონპელიეს პრეზიდენტმა

ცნობისთვის, რიჩარდ კოკერილმა საქართველოს ნაკრებთან კონტრაქტი 1+1+2 სისტემით გააფორმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი