ახალი ხელშეკრულება | კვარაცხელიას დე ლაურენტისი ხელფასს უზრდის » სპორტის ხაზი

ახალი ხელშეკრულება | კვარაცხელიას დე ლაურენტისი ხელფასს უზრდის

ახალი ხელშეკრულება | კვარაცხელიას დე ლაურენტისი ხელფასს უზრდის
21-12-2023, 16:21
Aa Aa
გაზიარება:

2023/2024 წლების სეზონის განმავლობაში ხვიჩა კვარაცხელიასთვის ნაპოლიში დანიშნული ხელფასი იტალიური მედიისთვის განხილვის საგნად იქცა.

როგორც იცით, საქართველოს ნაკრების ტალანტი ამ მომენტისთვის წლიურად მხოლოდ 1.2 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, მისთვის კი სხვა კლუბებს გაცილებით მეტის შეთავაზება შეუძლიათ, რაც ყურადღების გარეშე აურელიო დე ლაურენტისს არ რჩება.

როგორც ნაპოლისთან დაკავშირებული Napolipiu წერს, აურელიო აპირებს, რომ ხვიჩას კონტრაქტი 2028 წლამდე განაახლოს, ქართველის შემოსავალი კი თითქმის სამჯერ გაზარდოს (4 მილიონი ევრო).

ამავე წყაროს ინფორმაციის მიხედვით, მამუკა ჯუღელი ნაპოლის პრეზიდენტთან ამ საკითხთან დაკავშირებით უკვე მუშაობს და მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია მისული.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი