ბევრი არ ათამაშეს - გოგა ბითაძის ორლანდომ მაიამისთან წააგო » სპორტის ხაზი

ბევრი არ ათამაშეს - გოგა ბითაძის ორლანდომ მაიამისთან წააგო

ბევრი არ ათამაშეს - გოგა ბითაძის ორლანდომ მაიამისთან წააგო
21-12-2023, 11:49
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ NBA-ში მორიგი შეხვედრა გამართა ქართველი კალათბურთელის, გოგა ბითაძის ორლანდომ, რომელიც მაიამისთან 106-115 დამარცხდა.

საგულისხმოა, რომ აღნიშნულ შეხვედრაში გოგას დიდი სათამაშო დრო ნამდვილად არ მისცემია, რადგან პარკეტზე ბითაძემ მხოლოდ 12:19 წუთი გაატარა, რა დროშიც მან 4 ქულა, 6 მოხსნა და 1 პასი მიითვალა.

ორლანდოს მთავარმა მწვრთნელმა ბითაძის ნაცვლად სათამაშო დრო ტრავმიდან დაბრუნებულ ვენდელ კარტერ ჯუნიორს გაუზარდა, რომელსაც არც ისე კარგი მატჩი გამოუვიდა. მან პარკეტზე გოგაზე თითქმის ორჯერ მეტი, 23:23 წუთი გაატარა, 8 ქულა ჩააგდო, 6 მოხსნა მიითვალა და 1 პასი გააკეთა.

ამ ეტაპისთვის ორლანდო აღმოსავლეთ კონფერენციის მე-4 პოზიციას 16 გამარჯვებითა და 10 წაგებით იკავებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი