სტარტი მარცხით - შოთა არველაძის კარაგუმრუკმა გალათასარაისთან წააგო » სპორტის ხაზი

სტარტი მარცხით - შოთა არველაძის კარაგუმრუკმა გალათასარაისთან წააგო

სტარტი მარცხით - შოთა არველაძის კარაგუმრუკმა გალათასარაისთან წააგო
21-12-2023, 11:18
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ, ჩვენი დროით 21:00 საათზე შოთა არველაძის კარაგუმრუკი თურქეთის სუპერ ლიგის გრანდსა და გამორჩეულ გუნდს, გალათასარაის ესტუმრა, მატჩი კი მასპინძლების გამარჯვებით დასრულდა, - 1:0.

შეხვედრის წაგების შემდეგ, შოთა არველაძე ადგილობრივ მედიასთან გამოჩნდა და კომენტარიც გააკეთა:

"გალათასარაის მეტოქის წნეხში მოქცევა და საკუთარი უპირატესობების გამოყენება კარგად გამოსდის, რაც მანჩესტერ იუნაიტედთან მოგებითაც დაამტკიცა. ვფიქრობ, კარგი მატჩი გამოდგა და ქულის აღების შანსიც გვქონდა, განსაკუთრებით ბოლო წუთებზე, თუმცა ყოველთვის ისე არ ხდება ყველაფერი, როგორც ეს ჩვენ გვსურს."

"თურქეთი საკმაოდ ლამაზი და კარგი ქვეყანაა, სადაც ფეხბურთი მაღალ დონეზეა განვითარებული. აქაური დონე მოშვების საშუალებას არ გაძლევს, რადგან შესაძლებელია, რომ სულ მალე ევროპალიგის 1/4 ფინალს ვუმასპინძლოთ,"
- თქვა არველაძემ

ქართველი სპეციალისტის გუნდი თურქეთის ჩემპიონატის მე-14 პოზიციას 17 ქულით იკავებს, მათი მომდევნო მატჩი კი 23 დეკემბერს გაზიანთეფთანაა ჩანიშნული.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი