"ათასობით კილომეტრში კი არა, ჩვენს ქალაქში!" - შოთა არველაძის გამოხმაურება ლეგენდების თამაშზე » სპორტის ხაზი

"ათასობით კილომეტრში კი არა, ჩვენს ქალაქში!" - შოთა არველაძის გამოხმაურება ლეგენდების თამაშზე

"ათასობით კილომეტრში კი არა, ჩვენს ქალაქში!" - შოთა არველაძის გამოხმაურება ლეგენდების თამაშზე
20-12-2023, 01:16
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი 26 გატანილი გოლით, შოთა არველაძე, სასიამოვნო სიახლე, ლეგენდების თამაშთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში წერს:

"შესანიშნავი იდეა გაჩნდა, რომ საქართველოში ლეგენდარული ფეხბურთელების და საფეხბურთო გრანდების მონაწილეობით საზეიმო მატჩები ჩატარდეს.

ტრადიციულად, ასეთი თამაშები დიდ საფეხბურთო ქვეყნებში და ქალაქებში ტარდება და კარგია, რომ ერთ დღეს, ეს ზეიმი ათასობით კილომეტრის მოშორებით კი არა, ჩვენს ქალაქში, სახლში შედგება და პირველ მატჩს შესანიშნავი ბათუმი და მისი ულამაზესი სტადიონი უმასპინძლებს.

ჩვენი თაობის ფეხბურთელებს ის ძალა და სისწრაფეები აღარ გვაქვს, მაგრამ ამხელა წარსულის მქონე კლუბთან, ლეგენდარულ ფეხბურთელებთან დაპირისპირება მოტივაცია იქნება, რომ მატჩს მომზადებულები შევხვდეთ. რაღაც დონეზე ჯერ კიდევ შეგვიძლია ბურთის გაჩერება და დარტყმა. მთავარია, რომ ასეთი თამაშების კულტურა დაინერგოს და გულშემატკივარმა მაქსიმალური სიამოვნება მიიღოს.

რაც მნიშვნელოვანია, ამ ყველაფერს ხელს ქვეყნის განვითარებაც უწყობს - რამდენიმე თვის წინ ევროპის 21 წლამდე ჩემპიონატი ჩატარდა, წლების წინ კი ევროპის 19 წლამდე ჩემპიონატი და უეფას სუპერ თასი. ამიტომ, შესანიშნავი წამოწყებაა და გულშემატკივარს საშუალება ექნება საფეხბურთო ზეიმის შორიდან ყურების ნაცვლად, თავად შეძლონ მონაწილეობა და მასში სხვადასხვა ფორმით ჩართვა. მადლობას ვუხდი ორგანიზატორებს, პარტნიორებს და სპონსორებს ამ შესაძლებლობისთვის - შევხვდებით ბათუმში!"
- ამბობს 50 წლის ვეტერანი მოთამაშე.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი