"მას მეტოქის დაცვაში შეუძლია ქაოსი შექმნას" - რას წერს კატალონიური მედია ხვიჩაზე » სპორტის ხაზი

"მას მეტოქის დაცვაში შეუძლია ქაოსი შექმნას" - რას წერს კატალონიური მედია ხვიჩაზე

"მას მეტოქის დაცვაში შეუძლია ქაოსი შექმნას" - რას წერს კატალონიური მედია ხვიჩაზე
19-12-2023, 14:39
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ, შვეიცარიაში ქალაქ ნიონში ჩატარდა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალების წილისყრა. შედეგად, ერთმანეთს "ნაპოლი" და "ბარსელონა" დაუპირისპირდნენ. ამის შესახებ უკვე დაიწყო კატალონიურმა მედიამ საუბარი.

"ამ გუნდში არიან ისეთი მოთამაშეები, რომლის გაჩერებაც აუცილებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან დიდი პრობლემა იქნება გუნდისთვის"

"ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი არიან ფეხბურთელები, რომელიც ერთი თავით მაღლა დგანან სხვებზე. ქართველ შემტევს ძალიან კარგად შეუძლია თამაშის გამწვავება და იგი წინა წელს სერია A -ს საუკეთესო ფეხბურთელიც გახდა. მას შეუძლია მეტოქის დაცვაში ქაოსი შექმნას. თუ შენ მას ვერ გააჩერებ, ის დაგშლის."

შეგახსენებთ, რომ პირველი შეხვედრა ნეაპოლში 13 თებერვალს იქნება, ხოლო საპასუხო 5 მარტს კატალონიაში იქნება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი